ახალი ამბები მსოფლიო სპორტი

ფეხბურთელი კრისტიან ატსუ ნანგრევებში ცოცხალი იპოვეს

თურქული “ჰათაისპორის” ფეხბურთელი, კრისტიან ატსუ, რომელიც ქვეყანაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ნანგრევებში იყო მოყოლილი და კონტაქტზე არ გამოდიოდა, ცოცხალი იპოვეს. როგორც The Guardian წერს, ატსუს მარჯვენა ფეხზე დაზიანებებით და სუნქვის პრობლემებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი გუშინ დილითვე ამოიყვანეს ნანგრევებიდან, ატსუს პოვნა კი მთელი დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა. რაც შეეხება „ჰათაისპორის” ქართველ ფეხბურთელს, საბა ლობჟანიძეს, მან გუშინ დილითვე გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ სტიქიას უვნებელი გადაურჩა.

Related posts

სტიქიით დაზარალებულ ავთანდილ ფარულავას მერია დაეხმარება

რედაქტორი

ნახეთ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი დაწესდა

რედაქტორი

სოფელ ცაიშში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაიტბორა

dima

დატოვე კომენტარი