ახალი ამბები სპორტი

ფოთის მუნიციპალიტეტი ჩემპიონ სპორტსმენებს ფულად ჯილდოს გადასცემს

ფოთელმა მოკრივეებმა საქართველოს ჩემპიონატზე 3 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.


ჩემპიონ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ უმასპინძლა და მიღწეული წარმატება მიულოცა.


მიმდინარე წლის 30 იანვარს – 4 თებერვალს, ქალაქ ბათუმში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი უფროსი და ახალგაზრდა ასაკის მოკრივეთა შორის, სადაც წარმატებით იასპარეზეს ქალაქ ფოთის კრივის სასპორტო სკოლის და მოკრივეთა კლუბ ,,ლიდერი’’-ს მოკრივეებმა.

გიორგი საჯაიამ 54 კგ წონით კატეგორიაში უფროსი ასაკის მოკრივეთა შორის მოიპოვა ოქროს მედალი ( მწვრთნელი დავით დავთიან).


შოთა ჯიქიამ 71 კგ წონით კატეგორიაში ახალგაზრდა მოკრივეთა შორის მოიპოვა ოქროს მედალი ( მწვრთნელი დავით დავთიან).


გიორგი ნაროუშვილმა 86 კგ წონით კატეგორიაში ახალგაზრდა მოკრივეთა შორის ოქროს მედალი ( მწვრთნელი ვლადიმერ ჭანტურია).


ირაკლი ჯანელიძემ 75 კგ წონით კატეგორიაში უფროსი ასაკის მოკრივეთა შორის მოიპოვა ვერცხლის მედალი ( მწვრთნელი თემურ ოჩიგავა).


ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ჩემპიონ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

Related posts

ზუგდიდის საკრებულომ ახლად არჩეული მერის გიორგი შენგელიას უფლებამოსილება სცნო

რედაქტორი

ირაკლი კობახიძე: ამ კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე უკვე გააკეთა სხვადასხვა თვალსაზრისით – ბევრ რამეს გავუწიეთ ანგარიში და ვიმოქმედეთ ჩვენი პასუხისმგებლობის შესაბამისად

რედაქტორი

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საგაბისონიოს უბანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი