ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ცოცხალი ამოიყვანეს. საქართველო თურქეთის დასახმარებლად დამატებით კიდევ 40 მეხანძრე-მაშველს აგზავნის, – ასე ეხმაურებიან წამყვანი თურქული მედიასაშუალებები, თურქეთში, სტიქიის ზონაში ქართველი მაშველების სამძებრო სამუშაოებში ჩართვის პროცესს.
„ქართველი მეხანძრე-მაშველები თურქეთში, სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ და ადიამანში, ახალგაზრდა ქალი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. ცნობილი ხდება ის ფაქტიც, რომ საქართველო თურქეთის დასახმარებლად დამატებით 40 მეხანძრე-მაშველს აგზავნის“, – წერს თურქული მედია.
საქართველომ თურქეთის დასახმარებლად სულ 100 მეხანძრე-მაშველი გააგზავნა.