STV
ახალი ამბები კულტურა რეგიონი

ფილმი რომელიც დადიანების სასახლეში ჩატარებულ მეჯლისს ეხებოდა – ორი კინოფესტივალის გამარჯვებულია

დოკუმენტური ფილმი, რომელიც დადიანების სასახლეში 2023 წელს ჩატარებულ მეჯლისს ეხებოდა – ორი პრესტიჟული კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა!

საუკეთესო სრულ მეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი – ეს გახლავთ ის ჯილდო, რომელიც ტელეკომპანია იმედის საშობაო ეთერში გასულმა ვრეცლმა სიუჟეტმა მოიპოვა მიუნხენის ახალი ტალღის კინო ფესტივალზე!

მიუნხენის New Wave Short Film Festival  გახლავთ კინოფესტივალი, რომელიც დაფუძნებულია მიუნხენში (გერმანია). აღნიშნული ფესტივალი 3 წელია უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს კინო ინდუსტრიაში. ის მიზნად ისახავს პოპულარიზაცია გაუწიოს დამწყებ და არამხოლოდ დამწყებ კინორეჟისორებს, და საინტერესო კინოპორექტებს. კინოფესტივალის მიზანია მხარი დაუჭიროს შედარებით დაბალბიუჯეტიან ფილმებს, რომლებიც გადმოსცემენ უნიკალურ ისტორიებს და არიან საინტერესო და კრეატიული გზავნილის მატარებელნი.

საგულისხმოა, რომ აღნიშნული ფესტივალის ჟიურიში შედიან ისეთი კინორეჟისორები, როგორებიც არიან:

სვეტლანა სემინი – ნიუ იორკში მცხოვრები პროდიუსერი, რომლის პროექტებსაც აქვს მოპოვებლი პირველი ადგილი ვენეციის, ნიუ-იორკის და სხვ მრავალ პრესტიჟულ კინოფესტივალზე, რიჩ ვებერი – ცნობილი ანიმატორი (ანიმაციის რეჟისორი), BAFTA-ს ჯილდოს მფლობელი, რომელსაც ნამუშევარი აქვს Warner Brothers-ის სტუდიაში, ზეინებ კესესილერი – ცნობილი დოკუმენტალისტი, 2020 წლის ფლორენციის კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს მფლობელი.

მიუნხენის კინოფესტივალს აქვს სულ 32 კატეგორია, აქედან დადიანების სასახლემ გაიმარჯვა კატეგორია – feature documentary (სრულ-მეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი).

აღნიშნული ინფორმაცია განთავსებულია ფესტივალის მთავარ გვერდზე და ცნობილ კინო პლატფორმაზე: Film Free Way

მეორე გამარჯვება, რომელიც ასევე დადიანების სასახლეში ჩატარებულმა მეჯლისმა მოიპოვა გახლავთ – ნომინაცია იაპონიის საერთაშორისო კინო ფესტივალზე (Japan International Film Festival). ჟიურის გადაწყვეტილებით, პროექტის უნიკალურობიდან და ხარისხიდან გამომდინარე, ფილმი 4 აპრილს გაშუქდება უშუალოდ კინო ფესტივალის ონლაინ პლატფორმაზე და იგი ხელმისაწვდომი იქნება ფართო აუდიტორიისთვის.

დოკუმენტური ფილმი ტელეკომპანია იმედმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გადაიღო.

მსგავსი სიახლეები

ფოთელ გულშემატკივარს  ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების თამაშების ყურება დიდ ეკრანზე შეეძლება

რედაქტორი

გუბერნატორი სენაკის აიპებში თანამშრომლებს შეხვდა

რედაქტორი

ზუგდიდის მერიის ორგანიზებით ეროვნული ნაკრების თამაშების ყურება დიდ ეკრანზე იქნება შესაძლებელი 

რედაქტორი

დატოვე კომენტარი