STV
ახალი ამბები რეგიონი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ზუგდიდში ახალი სამმართველო გახსნა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ინსტიტუციური გაფართოების ფარგლებში, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად, ქ.ზუგდიდში (კოსტავას ქ. N 58) ახალი სამმართველო გახსნა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ, ახალი ოფისი მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.

ახალი რეგიონალური სამმართველოს ინფრასტრუქტურა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ოფისი უზრუნველყოფილია  საგამოძიებო ორგანოსთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, მათ შორის, გამოკითხვის, ამოცნობის ოთახებით და  ბავშვის გარემოზე მორგებული არასრულწლოვნის ოთახით.

თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი რეგიონალური სამმართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებს საშუალებას მისცემს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მხარეში მომხდარ სამართალდამცავების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებსა და ადამიანის უფლებების და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან დაკავშირებით, მოახდინონ დროული რეაგირება და საქმეზე ჩაატარონ ობიექტური და ეფექტიანი გამოძიება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო, ღია კონკურსის გზით შერჩეული გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტდა. ახალი სამმართველოს გაძლიერების მიზნით, სამსახური კვლავ ატარებს ღია კონკურსს გამომძიებლების, ოპერატიული თანამშრომლების და სტაჟიორების შესარჩევად.

უახლოეს მომავალში რეგიონალური ოფისების გახსნა ქ. რუსთავსა და ქ. გორშია დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

აბაშის მერი კუდის ყოფილი რეგიონული უფროსის განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს და ოპოზიციის ქმედებებს აფასებს

რედაქტორი

წელს ზუგდიდში 9 სოციალურად დაუცველ ოჯახს ახალი სახლი აუშენდება – აქამდე ჯამში 160 სახლია აშენებული

რედაქტორი

მინისტრი: სახელმწიფო სექტორში 3 ათასზე მეტ სტუდენტს 4-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას ვთავაზობთ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი