ახალი ამბები კრიმინალი რეგიონი

დღეს ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი განახლდება

დღეს ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში განახლდება. საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულის საქმის განხილვა  15:00 საათზე დაიწყება. პირველ პროცესზე, ბადრი ესებუა ბათუმის პენიტენციური დაწესებულებიდან დისტანციურად ჩაერთო. დრევანდელ პროცესზე საქართველოს ბანკის თანამშრომლების დაკითხვა იგეგმება.

ბადრი ესებუა ჯიხაშკარში 8 თებერვალს აიყვანეს. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

Related posts

სენაკის მერი ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა

რედაქტორი

სოფელ ნაფიჩხოვოში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

რედაქტორი

აუდიტის სამსახური თაღლითი ექიმის დანაშაულებრივ საქმიანობას განიხილავს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი