STV
კატეგორიის გარეშე რეგიონი

USAID -ის ახალი პროექტი გამყოფ ხაზთან მდებარე მუნიციპალიტეტებისთვის

USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსებს ტურიზმის პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით. საგრანტო კონკურსების მიზანია, ტურიზმის სექტორში ჩართული მიკრო და მცირე საწარმოების პროდუქტიულობის ამაღლებისა და რეგიონალურ, ეროვნულ და საერთაშორისო ბაზრებთან ინტეგრირების გზით, ხელი შეუწყოს კულტურული ტურიზმის, სათავგადასავლო ტურიზმისა და ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების განვითარებას სამიზნე მუნიციპალიტეტებში, ერთ-ერთი სამიზნე კი გახლავთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტი. ინფორმავიას წალენჯიხის მერია ავრცელებს.

ამასთან დაკავშირებით,დღეს წალენჯიხის მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში შედგა საინფორმაციო სახის შეხვედრა.
პროგრამაზე USAID პროგრამის წარმომადგენელმა შალვა ფიფიამ ვრცლად ისაუბრა.

შეხვედრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული,მერის მოადგილე თამარ ბელქანია,მერის წარმომადგენელები ადმინისტრაციულ ერთეულებში და ტურიზმის სექტორით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. USAID-ის წარმომადგენლებმა დამსწრეთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

ახალ პრპექტს USAID გამყოფ ხაზთან მდებარე მუნიციპალიტეტებში ახორციელებს, მათ შოროს სამეგრწლო-ზემო სვანეთის რეგიონში წალენჯიხაში, ზუგდიდსა და მესტიაში.

მსგავსი სიახლეები

ოდები აბაშიდან – გიორგი ნიკოლავას ფოტორეპორტაჟი

რედაქტორი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, სტიქიის შედეგების კომპენსაციისა და ლიკვიდაციისთვის, მთავრობის განკარგულებით 3 740 000 ლარი გამოეყო

რედაქტორი

ხობის მერია: მოვუწოდებთ საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველოს მეტი კომპეტენცია გამოიჩინონ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი