STV
ახალი ამბები რეგიონი სამართალი

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას პროცესი მიმდინარეობს

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ბრალდებულიც ესწრება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ. სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში დაზარალებულები ჰყავს წარმოდგენილი და მათი დაკითხვა მიმდინარეობს. ყოფილი მძევლები ბანკზე თავდასხმის დღეს დეტალურად იხსენებენ.

„ერთ ხელში ავტომატი ეკავა, მეორეში კი – ხელყუმბარა. ბანკის შემოსასვლელ კარებთან იდგა, შეამჩნია, რომ ვიღაც ვიდეოს იღებდა გარედან და გაისროლა ჰაერში, სულ ორჯერ გაისროლა. ნიღბიანი იყო, მოხუცები და ბავშვები მაშინვე გაათავისუფლა, დავრჩით 30-დე ადამიანი. გვითხრა, რომ ძარცვა იყო. მენეჯერი მოითხოვა, მაგრამ მენეჯერი ადგილზე არ იყო. აგვიყვანა მეორე სართულზე, არ მოეწონა ოთახი, სადაც შეგვიყვანა და მეოთხე სართულზე აგვიყვანა, იქაც არ მოეწონა და ჩამოგვიყვანა მესამე სართულზე საკრედიტო ოფიცრის ოთახში. ითხოვდა ისეთ ადამიანს, ვისთანაც მოლაპარაკებას გამართავდა. გვითხრა, რომ დაგვერეკა 112-ში. დარეკეს 112-ში და შემდეგ ტელევიზიებში, რადგან უნდოდა გაევრცელებინა, რომ ძარცვა იყო ბანკში. ითხოვდა 500 000 დოლარს, მძევლების გათავისუფლებას და უსაფრთხოდ გასვლას, შემდეგ ავთანდილ გალდავამ დარეკა და უთხრა, რომ თვითონ მოვიდოდა და დაელაპარაკებოდა. ვიდრე ავთანდილ გალდავა მოვიდოდა, თქვა, რომ კიდევ სამი ადამიანი სჭირდებოდა. მოვიდა ბატონი ავთო ჩანთით ხელში, გახსნა ჩანთა და აჩვენა თანხა. რის შემდეგაც ყველა მძე

Related posts

UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია აბაშელია

რედაქტორი

ფოთის ვიცე-მერმა სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

რედაქტორი

სენაკის მერი სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

რედაქტორი

დატოვე კომენტარი