ახალი ამბები პოლიტიკა

პრემიერი: გამოწვევების მიუხედავად ვახერხებთ, რომ ლარი არის სტაბილური, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, 220 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ბოლო ორ წელიწადში

მაგალითად იგივე „ნაცმოძრაობა“, მაშინ ყოფილი სპიკერი დათო ბაქრაძე და სხვები დადიოდნენ ევროკავშირში და ეხვეწებოდნენ, რომ არ მისცეთ თავისუფალი მიმოსვლის საშუალებაო და ახლაც იგივე ხდებოდა. მობილიზებულები ჰყავდათ მთელი თავიანთი ლობისტური ორგანიზაციები, მათთან დაკავშირებული ადამიანები რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი ასეთ ძალასთან გვაქვს ურთიერთობა სამწუხაროდ, საუბედუროდ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, ქვეყანას მართავს პატრიოტი ძალა, რომელმაც ძალიან ბევრი სიკეთე მოიტანა.

„მადლობა ღმერთს, რომ დღეს ხელისუფლებაში არის პატრიოტი ძალა, ის ძალა, რომელმაც ძალიან ბევრი სიკეთე მოუტანა ქვეყანას, ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტი გვაქვს დაგეგმილი, ვიწყებთ მასშტაბურ პროექტებს, ინფრასტრუქტურა, სკოლების მშენებლობა, ეკონომიკის მიმართულებით გვაქვს ძალიან მაგარი წინსვლა, უპრეცედენტო, ორნიშნა ზრდა გვაქვს ბოლო ორი წელია. ამ გამოწვევების მიუხედავად ვახერხებთ, რომ ლარი არის სტაბილური, გამყარებული, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, 220 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ბოლო ორ წელიწადში ქვეყანაში, gdp მთელი ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა 10 მილიარდი დოლარით, პერ კაპიტა უკვე 8 000 დოლარზე გავდივართ. ეს რა თქმა უნდა, ჩვენს მტრებს არ უხარიათ და მათი სურვილი არის საბოტაჟი და დესტრუქცია,“- აღნიშნა პრემიერმა.

Related posts

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში 1924 წლის აჯანყებულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

რედაქტორი

პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

რედაქტორი

არის თუ არა რომა შამათავა მოღალატეების მკვლელი და რა იგულისხმა ანი წითლიძემ facebook პოსტში?

რედაქტორი

დატოვე კომენტარი