ახალი ამბები მსოფლიო

თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 48 000-ს მიაღწია

თურქეთში მომხდარი მიწისძვრების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 48 000-ს მიაღწია, – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„დაღუპულთა რიცხვი 48 000-ია, დაშავდა 115 000-ზე მეტი ადამიანი. დაახლოებით 50 000 შენობა დაინგრა”, – აღნიშნა ერდოღანმა. მან მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებმაც თურქეთს დახმარება აღმოუჩინეს.

„ასობით ქვეყანამ გამოგვიგზავნა დახმარება, გამოგვიგზავნა მაშველები. ძალიან მადლობელი ვარ მათი”, – ხაზგასმით აღნიშნა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრების სიმძლავრე 7.7 და 7.6 მაგნიტუდა იყო.

Related posts

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, ტრადიციულად, 500 ოჯახს, საახალწლო ნობათი გადასცა

რედაქტორი

ანაკლიის პორტის 51 პროცენტის მგლობელი სახელმწიფო იქნება

რედაქტორი

რუხის ჰოსპიტალი ონკოგინეკოლოგიური სერვისებისთვის საჭირო სამედიცინო ტექნიკით აღიჭურვა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი