STV
ახალი ამბები სამართალი

შსს – ევროკავშირის დროშის შებღალვისთვის – მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს.

სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.

სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

Related posts

ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენ დღეს დილიდან მივიღეთ პრემიერის დავალება და სანამ სამაშველო ღონისძიებები არ დასრულდება, ადგილზე ვიქნებით

რედაქტორი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალურად დაუცველ ოჯახებს საახალწლო ნობათები გადასცა

რედაქტორი

რჩევები გრიპის ვირუსის დასაძლევად [ვიდეო]

რედაქტორი

დატოვე კომენტარი