ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი და ირაკლი ჩიქოვანი ფრანგ სენატორებს შეხვდნენ

ქართველმა დეპუტატებმა ფრანგ სენატორებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე მიაწოდეს ინფორმაცია, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატში ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

სხდომას სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟან-ფრანსუა რაპენი უძღვებოდა.

მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა საქართველოს პრიორიტეტებზე, ევროკავშირთან ურთიერთობების დინამიკაზე, ევროკავშირის გაფართოების როლზე რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი.

ირაკლი ჩიქოვანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე.

​შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობას.

Related posts

“გელით ყველას ჩემს სამშობლოში” -ნინო სურგულაძე

რედაქტორი

საიმიგრაციო ვიზის პროგრამასთან დაკავშირებით ზუგდიდში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანი არმაზ ახვლედიანს: ისეთ ვითარებაშია დღეს ოპოზიცია, ველის მოსაწმენდი იქ არაფერია

რედაქტორი

დატოვე კომენტარი