ზუგდიდის მერიამ ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დამატებით 5 ახალგაზრდა დააფინანსა.
კომისიის სხდომა, დღეს, ამერიკულ კუთხეში ჩატარდა.
კომისიის თავმჯდომარემ, ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე კაკავამ აღნიშნა, რომ ზუგდიდის მერია მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ახალგაზრდებს და მხარს დაუჭერს მათ ინიციატივებს.
კომისიის გადაწყვეტილებით, ფინანსური მხარდაჭერა გაეწია:
კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის საბაკალავრო პროგრამის მე-3 კურსის სტუდენტს მარიამ ფიფიას.
მარიამი მიმდინარე წლის 2 თებერვლიდან 3 ივლისის ჩათვლით სტამბოლის ბილგის უნივერსიტეტში Erasmus პროგრამის ფარგლებში გაივლის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის
პროგრამას.
ვენის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტს კესო ჩიქოვანს. კესო 2021 წლიდან ვენის უნივერსიტეტში სწავლობს.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (ჯიპა)-ს მე-3 კურსის სტუდენტს მარიამ ლაზარიას . მარიამი თებერვლიან ბუდაპეშტის ეტვეშ ლორანდის უნივერსიტეტის სტუდენტია,
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთოებების ფაკულტეტის I კურსის სტუდენტს თიკო ლაგვილავას. თიკო მიწვეულია სინგაპურში „Change the world” აკადემიის ფარგლებში გაეროს მოდელირების დელეგატად.
მარიამ გულორდავა, ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლე. მარიამი მიწვეულია გაეროს მოდელირების დელეგატად
ზუგდიდში რეგისტრირებული ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა გამიზნულია ბავშვებისა და 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მეცნიერების, ხელოვნების, გამომგონებლობის, არაფორმალური განათლების და სხვა სფეროებში შესაძლებლობების გასავითარებლად საჭიროებენ ხელშეწყობას.
ცნობისთვის, ზუგდიდის მერიამ 2022 წელს ჯამში 45 ახალგაზრდა დააფინანსა.