პრემიერ-მინისტრი დღეს პარლამენტის წინაშე წარდგება. ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოუსმენენ.
რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის ხელმოწერით საინტერპელაციო კითხვები პრემიერ-მინისტრს ჯერ კიდევ იანვარში გაეგზავნა. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საფრთხის შეფასების დოკუმენტი და ეროვნული თავდაცვის სტრატეგია – ეს ის საკითხებია, რომლებზეც ხელისუფლების ოპონენტები პრემიერისგან პასუხს ელოდებიან.