STV
ახალი ამბები პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ნებისმიერი ოპოზიციის წარმომადგენლიდან, იშვიათად თუ მოძებნით პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებმაც რაიმე ფორმით მიიღეს მონაწილეობა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში

საქართველოში არიან პოლიტიკური ოპოზიციური ძალები, რომელიც თავისი შინაარსით ეწინააღმდეგებიან საქართველოს ინტეგრაციას ევროპაში, ამისი მარტივი დადასტურებაა ის, რომ დღეს თავს წარმოგვიდგენენ დემოკრატიის მებრძოლებად, საქართველოს კეთილდღეობისთვის მებრძოლებად ის სუბიექტები და ის პოლიტიკური ძალა, რომელიც 9 წლის განმავლობაში ქმნიდა სახელმწიფო რეპრესიულ რეჟიმს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„ის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში საქართველოს არ აქვს კანდიდატის სტატუსი და ის, რომ ჩვენ უფრო წინ არ ვართ ინტეგრაციის პროცესებში, ალბათ ეს რამე გარემოებებით არის განპირობებული და ამ გარემოებებზე არის ერთი პასუხი – საქართველო შეუძლია გაატაროს რეფორმები და ეს რეფორმები ეფექტიანად.

ნებისმიერი ოპოზიციის წარმომადგენლიდან იშვიათად თუ მოძებნით პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებმაც რაიმე ფორმით მაინც მიიღეს მონაწილეობა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში. ყველა კარგად ხვდება, რომ 12 რეკომენდაციასთან მიმართებაში მათ სხვა პოზიცია არ უნდა დაიჭირონ და უნდა თქვან, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ ამ რეკომენდაციის შესასრულებლად, მაგრამ ფაქტები სხვაზე მეტყველებს. ძნელია დაიჯერო მათი საუბარი, რომ ისინი არიან ერთგულნი საქართველოს ევროინტეგრაციის. ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ძალები კორიდორ კორიდორ დადიან ევროკავშირსა და ბრიუსელში და ყველაფერს აკეთებენ, რომ წინ აღუდგნენ სახელმწიფოს სტატუსის მინიჭებას“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

Related posts

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე რუსლან აბაშიძე დაინიშნა

ილია დარჩიაშვილი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტზე: ეს პროექტი იქნება ძალიან ძლიერი იმპულსი და დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია უფრო ხელშესახები გახდეს

რედაქტორი

მაგისტრალურ გაზსადენზე გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოები დაასრულა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი