STV
რეგიონი

წალენჯიხაში სამ დევნილ ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადასცეს

გასულ წელს, ქალაქ წალენჯიხაში, ყოფილი პირველი მაისის კოლმეურნეობასთან აგრო სივრცე გაიხსნა. ამ ინფორმაციას წალენჯიხოს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით: „ყოფილი კოლმეურნეობის შენობაში ცხოვრობდნენ აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები, რომელთაც ძალიან ცუდ პირობებში უწევდათ ცხოვრება.

ახალი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით,თითოეულ მათგანს (3 ოჯახს) ახალი საცხოვრებელი სახლი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის მამუკა ხაზარაძის ფინანსური მხარდაჭერით, უსასყიდლოდ გადაეცათ .

მამუკა ხაზარაძემ ამავდროულად ზემოთხსენებული ოჯახებიდან ერთერთში მცხოვრებ  შშმ პირს გადაადგილების ეტლი გადასცა საჩუქრად.

უახლოეს პერიოდში კი ყოფილი კოლმეურნეობის შენობაში  პროექტის განხორციელება განახლდება,რომელიც პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის, მამუკა ხაზარაძის დაფინანსებით ხორციელდება.

პროექტი გულისხმობს კულტურისა და განათლების ცენტრის შექმნას.

აქ უნდა გაიხსნას ოთარ ეგაძის თეატრალური სარდაფი და   მუსიკალური სკოლა.

ასევე,აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო, მოეწყობა აფხაზურ-კოლხური რესტორანი.

წალენჯიხა გახდება ადგილი, სადაც ტურისტები გაჩერდებიან და კულტურულ ღონისძიებებშიც მიიღებენ მონაწილეობას.” – ნათქვამია წალენჯიხის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Related posts

სპორტსმენი, რომელსაც COVID 19 დაუდასტურდა, სამეგრელო 30 მარტს დატოვა

რედაქტორი

ალექსანდრე მოწერელია ჩხოროწყუში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

რედაქტორი

170 წლის მეგრულ ოდას სოფელ ახუთში რეკონსტრუქცია ჩაუტარდება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი