STV
ახალი ამბები კრიმინალი რეგიონი

სამეგრელოსა და აჭარაში სათამაშო ბიზნესის უკანონო ობიექტები გამოავლინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამეგრელოსა და აჭარის რეგიონში, შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების სამი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან ერთი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, მოწყობილი ჰქონდათ სათამაშო ბიზნესის ობიექტები, საიდანაც შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტ კაზინოების ვებ-გვერდებზე გადაიცემოდა ლოტოს გათამაშების პროცესი.

დადგენილია, რომ ობიექტების ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში, სანებართვო მოსაკრებლის სახით უნდა შესულიყო ჯამში დაახლოებით 300 000 ლარი.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

Related posts

სოფელ ლეწურწუმეში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

რედაქტორი

ევროკავშირის დროშის შებღალვა ფიზიკური პირის 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ითვალისწინებს

რედაქტორი

“სვანური მარილის მოთხოვნის გაზრდაზე ვფიქრობთ” – “ნესკრა ჰიდროს” სოციალური პროექტები სვანეთში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი