STV
კატეგორიის გარეშე

ირაკლი ზარქუა – მივმართავ ქალბატონ დეგნანს, დაასანქცირეთ კეზერაშვილი!

მივმართავ ქალბატონ დეგნანს, დაასანქცირეთ კეზერაშვილი! რეაგირებას ველოდები – ქალბატონო ფოტიგა, რაისა თუ რასა, კუბილიუს ბატონო, შეცდომაში იყავით შეყვანილი, თუ მონაწილე ხართ ამ სქემის, ლობისტური სქემის?! – ასე მიმართავს საერთაშორისო პარტნიორებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა.

ზარქუა BBC-ს მიერ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ საგამოძიებო სტატიას გამოეხმაურა, სადაც დავით კეზერაშვილი ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორადაა მოხსენიებული.

„დარწმუნებული ვარ „ბიბისის” ეს ძიება გაგრძელდება, ოფიციალურ სახეს მიიღებს ეს გამოძიება. მჯერა ბრიტანული გამოძიების და ახლა მივმართავ ქალბატონ დეგნანს, დაასანქცირეთ ეს ადამიანი. ჩვენი მთავარი პარტნიორის, ჩვენი, თქვენი – ამერიკელების პარტნიორია ბრიტანეთი, დასკვნა დაიდო, რომ ეს კაცი არის მძარცველი, ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს და ეს ადამიანი თურმე აქ, საქართველოში მედიებს აფინანსებს თურმე, როგორც თვითონ თქვა, პოლიტიკურ პარტიებს. ქალბატონო კელი, ეს დემოკრატიას არ წაადგება და თქვენ ხომ დემოკრატიას მხარს უჭერთ ჩვენს ქვეყანაში?! ამიტომ მე ველოდები თქვენგან რეაგირებას, ობიექტურ რეაგირებას.

ახლა მაინტერესებს, რეზოლუცია რომ მიიღეს, 560 კაცს რომ მოაწერინეს ხელი, ქალბატონო ფოტიგა, კიდევ რომელია რაისა თუ რასა, კუბილიუს ბატონო, ის ვინც თქვენ ქართველებს გამოგვიცხადეთ მედია დევნილი არისო, თურმე თქვენსავე პენსიონერებს ძარცვავს და ეს თქვენმა პარტნიორებმა, ბრიტანელებმა დაადასტურეს. ახლა მაინტერესებს შეცდომაში იყავით შეყვანილი, თუ თქვენც მონაწილე ხართ ამ სქემის, ლობისტური სქემის?! გეკითხებით ბატონო კუბიულიუს, ფოტიგა, ქალბატონო ანა, გამოდით და თქვით, აბა, რომ კეზერაშვილი არის თურმე მედია დევნილი და პოლიტდევნილი სააკაშვილთან ერთად. ხედავთ რა სამარცხვინოები გახდით?! “- განაცხადა ზარქუამ.

ამასთან, ზარქუა „ფორმულაზე” მომუშავე ჟურნალისტებსაც მიმართავს.

„ის, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ „ბიბისიზე“, კეზერაშვილთან დაკავშირებით, ამას დიდი ხანია „ქართული ოცნება” ვამბობთ. კეზერაშვილის თითოეული თეთრი ეს არის ჩვენი გმირი ბიჭების, სამხედროების ნაძარცვი ფული და შემდეგ ევროპელი პენსიონერების ნაძარცვი ფული. აქ ხომ სიახლე არაფერი ყოფილა, უბრალოდ, ევროპის ერთ- ერთი მნიშვნელოვანი, წამყვანი არხიდან უკვე ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მივიდნენ ამ დასკვნამდე, რომ ხუთი ბიზნესმენი ჩართულია ევროპელი პენსიონერების ძარცვაში. ახლა მაინტერესებს „ფორმულას” წამყვანები რომ არიან, მრავალათასიანი ხელფასებით, 20 ათას ლარზე მეტი რომ აქვთ ყოველ თვე, აბა, რას გვეტყვით? ესეც “ქართული ოცნება” ხომ არ არის, მათი ევროპელი კოლეგები ასკვნიან ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე, რომ “ფორმულას” დამფუძნებელმა, დამფინანსებელმა გაძარცვა და დღემდე ძარცვავს თურმე პენსიონერებს და ამ ფულით მერე მორალს რომ კითხულობენ ხოლმე”, – განაცხადა ზარქუამ.

Related posts

Virginia DMV to open new Williamsburg customer service center

dima

UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია აბაშელია

რედაქტორი

3 Fitness goals you need to ditch immediately, according to a pro

dima

დატოვე კომენტარი