STV
ახალი ამბები რეგიონი სპორტი

კვარას გამარჯვებას მის მშობლიურ სოფელ ნაკიფუში აღნიშნავენ

ხვიჩა კვარაცხელიას გუშინდელი თამაშის და მიღწეული გამარჯვების შემდეგ დღეს მის მშობლიურ სოფელ ნაკიფუში ზეიმია. ხვიჩას თანასოფლელები გამოვიდნენ და მის გამარჯვებას ერთიანად ზეიმობენ. კვარაცხელიას თანასოფლელებმა ერთობლივად გადაღებული ფოტოც გაავრცელეს სადაც წერია „შენით ამაყობს ნაკიფუ“, „გილოცავთ იტალიის ჩემპიონობას, გვიყვარხარ`.

იტალიის ჩემპიონატის 33-ე ტურში „ნაპოლიმ“ „უდინეზესთან“ გასვლაზე ფრე 1:1 ითამაშა და ისტორიაში მესამედ იტალიის ჩემპიონი გახდა. 

შეგახსენებთ, რომ რამენიმე კვირის წინ ნაკიფუელებმა საკუთარი სახსრებით სოფელში ხვიჩა კვარაცხელიას გამოსახულებით ბილბორდები განათავსეს.

ამავე თემაზე:

„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი გახდა

Related posts

სოფელი ირჩევს – რა პრობლემები დაასახელა ხალხმა? [ვიდეო]

რედაქტორი

რუხში საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს

რედაქტორი

თამარ ბელქანია: ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ფეხბურთით ახალი თაობა დავაინტერესოთ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი