ქრისტინა თაკალანძეს აფხაზურმა ე.წ. სასამართლომ 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას სააგენტო „აფსნიპრესი” ავრცელებს. საოკუპაციო რეჟიმი თაკალანძეს “საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობას” ედავებოდა. „აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ ცნობით, ზუგდიდში მცხოვრები ეროვნებით ქართველი თაკალანძე, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მამის სახლში იმყოფებოდა, ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა.
„ინფორმაცია, რომლის გაცემაც ბრალად ედება ქრისტინე თაკანალაძეს, აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, იყო „სახელმწიფო“, სამხედრო ან კანონით დაცული სხვა საიდუმლო და მისი გამოყენებით ქართულმა დაზვერვამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ე.წ აფხაზეთის საგარეო უსაფრთხოებას, კონსტიტუციურ წესრიგს და სუვერენიტეტს.“ – ეწერა მაშინ აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
ქრისტინა თაკალანძე დაკავებამდე მამასთან სოფელ ნაბაკევში ცხოვრობდა. თაკალანძე 25 წლისაა.