ზუგდიდელი მოჭადრაკე ანდრია ჯახაია, საქართველოს ჩემპიონი გახდა. ანდრია 8 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის ასპარეზობდა.
საქართველოს რიგით 32-ე ჩემპიონატი 29 აპრილს დაიწყო და დღეს სრულდება.
ჩემპიონატი 3 ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა, როგორც გოგონათა, ისე ჭაბუკებს შორის. ჩემპიონატში მონაწილეობა ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელმა მიიღო