STV
ახალი ამბები რეგიონი სპორტი

მარტვილელი ნიკა ბაღიშვილი ევროპის ჩემპიონია

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ  ევროპის ჩემპიონ ნიკა ბაღიშვილს უმასპინძლა. მერმა ნიკას გამარჯვება მიულოცა, წარმატებები უსურვა და სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა. სიმბოლურ საჩუქრებთან ერთან ნიკას მერიიდან 1 500 ლარი ჩაერიცხება.

4-7 მაისს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი კიკბოქსინგში k-1 წესებით,  სადაც მონაწილეობას ღებულობდა  მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის უშუს გუნდის მოსწავლე ნიკა ბაღიშვილი (მწვრთნელი დათა წულაია).

ნიკა ბაღიშვილმა სამ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და სამივე გამარჯვებით დაამთავრა. ტურნირის ბოლოს ნიკა  ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლად დასახელდა და მას  სპეციალური თასი გადაეცა კიკბოქსინგის k-1 ფედერაციისგან.

Related posts

რუხის კლინიკა სამმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა

რედაქტორი

ქალაქ სენაკში, №1 ბაგა-ბაღის რეაბილიტაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

რედაქტორი

სასამართლო ზუგდიდის ყოფილი მერის და ყოფილი ვიცე-მერისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი