14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამას და მეზობელს აღმკვეთი ღონისძიების სახით ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პატიმტობა შეუფარდა. პროცესი ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის გამო, სადაც მოზარდი ფიგურირებდა კანონის შესაბამისი ნორმების გათვალისწინებით დაიხურა.
თავად ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. ბრალდებული მეზობლის დაცვის მხარემ სასამართლოს აღმკვეთი ღონისძოების სახით 2000 ლარიანი გირაოს შეფარდება ითხოვა, რაზეც მოსამართლისგან უარი მიიღო. უარი მიიღო ასევე მამის სახაზინო ადვოკატმაც, შუამდგომლობაზე გაეთავისუფლებინათ ბრალდებული ფაქტების არ არსებობის გამო.
სამეგრელოს პოლიციამ არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით მოზარდის მამა და მეზობელი 9 მაისს დააკავა, მომხდარი დანაშაულის შესახებ STV.GE წერდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1976 წელს დაბადებულ პ.კ.-ს (მამა) ბრალი წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურებაში ედება, ხოლო 1995 წელს დაბადებული ტ.თ. (მეზობელი) არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვისაა ბრალდებული. მოზარდის მამისა და მეზობლის მიერ ჩადენილი დანაშაულები 15-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.