STV
ახალი ამბები რეგიონი

სენაკში, სპექტაკლის – „HELLADOS – გაკვეთილი“ პრემიერა შედგა

დიმიტრი ჯაიანის სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის სცენაზე, აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის თეატრალური დრამატული ხელოვნების სკოლა-სტუდიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სპექტაკლის – „HELLADOS – გაკვეთილი“ პრემიერა შედგა.

სპექტაკლში ასევე მონაწილეობა მიიღეს სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა.

„HELLADOS“ მწერალ ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთი მოთხრობაა, რომელიც ბერძენი და ქართველი ბიჭების განცდებზე, სამშობლოს, მეგობრის სიყვარულსა და მათ ტრაგიკულ ხვედრზე გვიამბობს; კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმ მარადიულ ღირებულებებსა და პრობლემებზე, რასაც ქართველი მწერალი თავის შემოქმედებაში ეხმიანება.

„HELLADOS – გაკვეთილი“ თეატრალური დრამატული ხელოვნების სკოლა-სტუდიის ხელმძღვანელის, აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორ, ვახტანგ ნიკოლავას საინტერესო, ინდივიდუალური ხელწერით გამოირჩეოდა.

სკოლა-სტუდიის სამსახიობო ოსტატობის პედაგოგი გახლავთ, მსახიობი, სოფი ჩალაშვილი; სასცენო მეტყველების პედაგოგი კი – მსახიობი, თამუნა აბშილავა-კობახიძე.

პრემიერას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ელიავა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ეს იყო აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის თეატრალური დრამატული ხელოვნების სკოლა-სტუდიის პირველი ერთობლივი ნამუშევარი, სადაც ახალბედა მსახიობებმა დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი სახეები შექმნეს.

Related posts

გუბერნატორი: წალენჯიხაში სტიქიით დაზიანებული საცალფეხო ხიდის ნაცვლად საავტომობილო ხიდის მოწყობა მიმდინარეობს

რედაქტორი

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები იწყება

რედაქტორი

სასტუმრო “ანაკლიაში” ახალგაზრდა მამაკაცი კომატოზურ მდგომარეობაში აღმოაჩინეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი