ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი18-19 მაისს სამეგრელოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ელჩი 18 მაისს, 18 საათზე წალენჯიხაში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ამერიკულ კუთხეს გახსნის.
19 მაისს დეგნანი USAID-ის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ მეწარმეებთან შეხვედრას ზუგდიდის ტექნოპარკში გამართავს, ასევე ეწვევა ზუგდიდის ბიბლიოთეკის შენობაში მდებარე ამერიკულ კუთხეს. ელჩი დეგნანი ასევე შეხვდება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულსა და ზუგდიდის მერს.