STV
ახალი ამბები კრიმინალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აპრილში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 33 ფაქტი გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აპრილის თვეში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 33 ფაქტი გამოავლინა.

კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის აპრილის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა – გადაზიდვა – რეალიზაციის 33 ფაქტი, რაზეც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 29 პირი, მათგან დაკავებულია 10 პირი.

მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების, ჯამში 86 285 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 422 000 ლარს აღემატება. აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 6-დან 8 წლამდე ვადით.

Related posts

გარემოს ეროვნული სააგენტო: შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმაშია

რედაქტორი

ფოთის მერიამ ახალი კამპანია – მომავალი #ჯანსაღითაობისთვის დაიწყო!

რედაქტორი

ირაკლი ღარიბაშვილი: ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ბოლო ათი წლის განმავლობაში, არის მართლაც უპრეცედენტო, ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი, სტაბილური პერიოდი, რაც არის ჩვენი ქვეყნის განვითარების საფუძველი

რედაქტორი

დატოვე კომენტარი