STV
ახალი ამბები პოლიტიკა რეგიონი

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს

ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა განცხადებას ავრცელებს და მის წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლური კამპანიის გამო აპირებს სასამართლოს მიმართოს. ტყებუჩავას განცხადებას უცვლელეად გთავაზობთ:

,,მინდა გამოვეხმაურო რამდენიმე დღის წინ „ფლანგვის დეტექტორის“, „TV პირველისა“ და „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ სამარცხვინო და ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელიც შეუწყვეტლად მიმდინარეობს ჩემი ღირსებისა და სახელის შელახვის მიზნით.

„ფლანგვის დეტექტორი“, „TV პირველი“ და „მთავარი არხი“ ბინძური ცილისწამების პროპაგანდისტული კამპანიით მიზანმიმართულად ემსახურება ჩემი, როგორც ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დისკრედიტაციას. აღნიშნული ტელევიზიები შეგნებულად ახდენენ ფაქტების დამახინჯებას და შეცდომაში შეჰყავთ მოსახლეობა.

„ფლანგვის დეტექტორის“ წყაროზე დაყრდნობით „TV პირველმა“ ბრალი დამდო კორუფციულ გარიგებაში, – თითქოს ქალაქ ფოთში მიმდინარე ტენდერებში ვარ ჩართული და ჩემი მფარველობით სარგებლობს კონკრეტული პირები; ასევე, ანალოგიური შინაარსის სრულიად დაუსაბუთებელი და ცილისმწამებლური განცხადება გაავრცელა „მთავარ არხმა“ სოციალური ქსელის საშუალებებით.

რა თქმა უნდა, ინფორმაციის გაყალბებულ შინაარსზე მეტად ყურადღებას არ შევაჩერებ. თუმცა, თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ „ფლანგვის დეტექტორის“, „TV პირველისა“ და „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციები ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილისთვის გახდა ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ვიწრო სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე ზემოხსენებული ტელევიზიების მიზანია საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში და შელახონ ჩემი, როგორც მოქალაქის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.

იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები ხელოვნურად არ შევიდეს შეცდომაში, „ფლანგვის დეტექტორის“, „TV პირველისა“ და „მთავარი არხის“ ცრუ ბრალდებებისა და პერსონალური რეპუტაციის შემლახველი ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო, ვაპირებ გამოვიყენო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი, რათა საზოგადოებამ მიიღოს სწორი ინფორმაცია აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით.

ვინაიდან, მე არავითარი კავშირი არ მაქვს ზემოაღნიშნული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ბრალდებასთან, მოვითხოვ საჯაროდ უარყონ გავრცელებული ინფორმაცია. სხვა შემთხვევაში, მათივე შეთხზული ცრუ ბრალდებების პირისპირ აღმოჩნდებიან სასამართლოს წინაშე.” – ნათქვამია ალექსანდრე ტყებუჩავას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Related posts

სანდრა რულოვსი მოქალაქის მიერ დასმულ კითხვებს გაექცა [ვიდეო]

რედაქტორი

დადიანების ეზოში ხვალ, “ქართული ოცნება” ზუგდიდის მერობის კანდიდატს წარადგენს

რედაქტორი

ზუგდიდში “ტყის ძმების” მეთაურის, დათო შენგელიას დაცვის უფროსი დააკავეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი