„ნაციონალური მოძრაობის“ წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის შიდაპარტიული არჩევნები მამუკა ქარდავას გამარჯვებით დასრულდა. „თაიმერის” ინფორმაციით, მამუკა ქარდავამ 1451 ხმა მიიღო, მეორე კანდიდატმა ბაჩანა ქანთარიამ კი 650 ხმა.
მამუკა ქარდავა ამჟამად წალენჯიხის ბაღების გაერთიანების დირექტორია, ის წლების წინ წალენჯიხის გამგებელი იყო. ბაჩანა ქანთარია კი ამჟამად წალენჯიხის საკრებულოს წევრია ნაციონალური მოძრაობიდან, ის პარტიის თავმჯდომარის შიდაპარტიულ არჩევნებში გიორგი მუმლაძეს უჭერდა მხარს.
წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევას წინ უძღვოდა, უკვე ყოფილი თავმჯდომარის ავთანდილ გაბელიას გადადგომა და შიდაპარტიული არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება.