STV
ახალი ამბები რეგიონი

სენაკის მერი მშვიდობის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა

ეს კადრები მშვიდობის ქუჩის N214-ში, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ასახავს.

აღნიშნულ ლოკაციაზე, ათეული წლების შემდეგ, პირველად, მიმდინარე წელს, საცხოვრებელი კორპუსის ფასადისა და სახურავის რეაბილიტაციის, ეზოს კეთილმოწყობის პროექტი განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა საცხოვრებელი კორპუსის სახურავი, დაიფო ცემენტო-ბეტონის საფარი, კეთილმოეწყო საცხოვრებელი კორპუსის ფასადი, ასევე, კანალიზაციის სისტემა.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 197 724 ლარს შეადგენს.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარესთან, გიგა წურწუმიასთან, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, ეკატერინე კიზირიასთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

„მიუხედავად განახლების უწყვეტობისა, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული მიმართულება იყოს მოწესრიგებული. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა პროექტი ზედმიწევნით შესრულდეს და ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს“ – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ.

მსგავსი სიახლეები

ხობში „ევროპის სპორტის კვირეულის“ ფარგლებში გამარჯვებულები დააჯილდოვდნენ

რედაქტორი

მარტვილში  №2  საჯარო სკოლა გაიხსნა

რედაქტორი

ალექსანდრე წულაძე: განათლება ქვეყნის მომავალს ქმნის და მე მჯერა, რომ ჩვენი თავდადებით, შრომით, პასუხისმგებლობითა და სწორი სვლით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი

რედაქტორი

დატოვე კომენტარი