STV
ახალი ამბები პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი ჩეხეთის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის და დეპუტატთა პალატის ევროკავშირისა და ევროპულ საკითხთა კომიტეტების დელეგაციის წევრებს შეხვდა.


მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-ჩეხეთის ორმხრივ ურთიერთობებზე, მათ შორის, საპარლამენტო კავშირებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე, ასევე ევროინტეგრაციაზე.


ვისაუბრეთ ჩვენ ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე, სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით არსებულ დინამიკაზე, ასევე განვიხილეთ ჩეხეთის რესპუბლიკის და საქართველოს რეგიონებს შორის ურთიერთკავშირების შესაძლებლობა. ყურადღება ასევე დაეთმო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საკითხს. მნიშვნელოვანია, რომ მათ აღგვითქვეს მხარდაჭერის პირობა – ჩეხეთი მხარს დაუჭერს საქართველოს კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ირაკლი ჩიქოვანმა.


შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები: თეონა აქუბარდიაგელა სამხარაულილევან ქარუმიძე და გრეტა წიწავა.

Related posts

ფილმი რომელიც დადიანების სასახლეში ჩატარებულ მეჯლისს ეხებოდა – ორი კინოფესტივალის გამარჯვებულია

რედაქტორი

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

რედაქტორი

ნინო კვარაცხელია: ხარჩილავას და ხაზარაძის ვარდისფერი სათვალე მოიხსენით და რეალობა დაინახეთ!

რედაქტორი

დატოვე კომენტარი