STV
ახალი ამბები ეკონომიკა რეგიონი

შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ თამარ იოსელიანი დაინიშნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი დირექტორი თამარ იოსელიანი შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. ინფორმაცია bm.ge-ს ეკონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს.
.
საჯარო რეესტრის მიხედვით, შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ მიმდინარე წლის 17 აპრილს არის რეგისტრირებული. სახელმწიფო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო სულ 3-წევრიანია. თამარ იოსელიანის გარდა, რომელიც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, საბჭოს წევრებს შორისაა ირაკლი კაჭარავა და ნინო ფაცაცია.

შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორია ზურაბ სიჭინავაა.

Related posts

სენაკის სოფლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მეორე ეტაპი დასრულდა

მარტვილში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რედაქტორი

ზუგდიდი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეფერხებულია

რედაქტორი

დატოვე კომენტარი