საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის სამზადისთან დაკავშირებით, ზუგდიდის რამდენიმე ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.
კერძოდ, მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია ზვიად გამსახურდიას გამზირზე,
თეატრი ქუჩის ნაწილიდან იონა მეუნარგიას ქუჩის გადასახვევამდე და ზურაბ ნარმანიას ქუჩაზე.
ხვალ საღამოდან მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის კვეთაზე (საქართველოს ბანკთან).