STV
ახალი ამბები კულტურა რეგიონი

ვინ იმღერებს და რა ღონისძიებებია დაგეგმილი 26 მაისს ზუგდიდში

26 მაისისთვის ზუგდიდი განსაკთრებულად ემზადება. წელს ღონისძიება ზუგდიდში მთავრობის ადმინისტრაციისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართება. მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი და შემოქმედებითი ღონისძიებებია დაგეგმილი. 26 მაისის ღონისძიებები წელს ზვიად გამსახურდიას გამზირზე ცენტრალურ ბულვარში მდებარე შადრევნიდან დადიანების სასახლის მიმართულებით გაიშლება. ღონისძიების მთავარი სცენა კი მეორე სკოლის შესასვლელთან არსებულ მოედანზე დაიდგმევა.

„მთავრობის ადმინისტრაციისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართება საქართველოს დამოუკოიდებლობისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება. მოსულ სტუმრებს ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში  შემეცნებით-გასართობი აქტივობები დახვდებათ. ველოდებით ჩვენი ქალაქის მოსახლეობას და ვიზიტორებს რომ ერთად ვიზეიმოთ ეს დღე რომელიც ჩვენია“ – განაცხადა ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ.

ზუგდიდში დამოუკიდებლობის აღდგენის დროის 17:10 წუთის აღნიშვნა განსაკუთრებულად მოხდება, ბულვარში მდებარე იმ შენობაში, სადაც ზუგდიდელებს 1918 წელს თბილისში დამოუკიდებლობის გამოცხადების ინფორმაცია ახარეს. 17:30 წუთზე კი შემაჯამებელი კონცერტი გამართება.

26 მაისის ღონისძიების პროგრამა:

• 14:00-20:00 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა

• 14:00-18:00 – საბავშვო სივრცე: თამაშები, მასტერკლასები, საპნის ბუშტების შოუ, სახის მოხატვა

• 14:00-17:00 – მეგრული სამზარეულო შეფ მზარეულ ლუკა ნაჭყებიასთან ერთად და კულინარიული კონკურსები

• 14:00-17:00 – კოსტიუმირებული მსახიობების და ორკესტრის მსვლელობა

• 14:00-18:00 – თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა

• 17:10 – საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო – საზეიმო აღნიშვნა

• 17:30 – ანი კეკუა, სოფო ბედია, თიკა მახალდიანი, ელენე ფოჩხუა, ჯგუფი „რეზო და ბავშვები“

Related posts

მალხაზ თორია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს შეხვდა

რედაქტორი

ძალადობა ჟურნალისტებზე – რა მოხდა ანაკლიაში “ლელოს” შეხვედრაზე?

რედაქტორი

ადგილობრივმა ხელისუფლებამ განმუხურში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი