STV
ახალი ამბები რეგიონი

სენაკის მერი ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი შეემატა 2023 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხას – ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხიდიდან სტადიონამდე მიმავალ გზაზე, ინფრასტუქტურული პროექტი განხორციელდა. 

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მოადგილესთან, ლევან ელიავასთან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ედიკა ბერაიასთან, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, ეკატერინე კიზირიასთან ერთად, აღნიშნულ ლოკაციაზე, ცემენტო-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. 

წლების მანძილზე, გზის სავალ ნაწილზე შექმნილი დაზიანებები და მოშლილი ინფრასტრუქტურა მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემას უქმნიდა.

დღეიდან, მოსახლეობა განახლებული და კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს.

სამუშაოების ღირებულება 513 571 ლარს შეადგენს და რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

Related posts

ვიქტორია ზაქარაია: მადლობა ზუგდიდის მერიას სტუდენტების აქტიური მხარდაჭერისა და წახალისებისთვის

რედაქტორი

არჩილ თალაკვაძე – სალომე ზურაბიშვილი შეძლებს საზოგადოების და პოლიტიკოსების აზრის გაერთიანებას

რედაქტორი

სენაკის აგრარული ბაზრის მოსაწესრიგებლად სამუშაოები მიმდინარეობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი