ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ინტელექტკლუბმა ვიქტორინა-კონკურსი „იცოდე შენი კუთხის ისტორია“ ბოტანიკური ბაღის საკონფერენციო დარბაზში ჩაატარა.
კონკურსის ფინალი ეხებოდა თემას: „ოქროს საწმისი“ ( ქვეყნის მემკვიდრე – ეგრის-ლაზიკა ახ. წ. I-VI საუკუნეებში).

ვიქტორინაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის გუნდი აქტიურად ჩაერთო. ხელმძღვანელმა, თამუნა ხუბულავამ და კომპეტენტურმა ჟიურიმ გამარჯვებული გუნდი „კამელოტი“ (სსიპ # 4 საჯარო სკოლა) გამოავლინეს.
გუნდის თითოეულ მონაწილეს დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.