STV
ახალი ამბები კულტურა რეგიონი

26 მაისის სამზადისი ზუგდიდში

ზუგდიდში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მზადებას ადგილზე გაეცნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამაზ იორაშვილი.

ზუგდიდის ბულვარში, 26 მაისს, 14:00 საათიდან ღონისძიების სტუმრები სპეციალურად მოწყობილ სივრცეში საქართველოს სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტებს. რუკებს, ფოტოებს და აქტივობებს გაეცნობიან. დამთვალიერებლები სათავგადასავლო ტურიზმის შესახებ სახალისო კითხვარს შეავსებენ, მოეწყობა ფოტო ზონა.

ზუგდიდის ბულვარში გაიმართება მეგრული „სთრიდ ფუდის“ ბაზარი, სადაც წარმოდგენილი იქნება მეგრული მრავალფეროვანი ტრადიციული და გათანამედროვებული კერძები. ღონისძიების ფარგლებში ცნობილი შეფი ლუკა ნაჭყებია მეგრული სამზარეულოს გამორჩეულ კერძებს მოდერნიზებული სახით წარმოადგენს.

გაიმართება კულინარიული შეჯიბრი. ტერიტორიაზე განთავსდება კვების და სამეწარმეო დახლები. მოეწყობა საბავშვო აქტივობები და გუნდური თამაშები. საღამოს 17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნება. შესრულდება საქართველოს ჰიმნი. 17:30 წუთზე დაიწყება შემაჯამებელი კონცერტი.

Related posts

29 მაისს სენაკის აგრარული ბაზარი მუშაობას განაახლებს

რედაქტორი

ქართული ოცნების ზუგდიდის მერობის კანდიდატი, პარტიის გუნდის წევრებს შეხვდა

რედაქტორი

ქალაქ ჯვარის კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი