STV
ახალი ამბები რეგიონი

სენაკის მერი სტიქიის შედეგად დაზიანებულ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

სენაკის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარესთან, გიგა წურწუმიასთან, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, ეკატერინე კიზირიასთან ერთად, სტიქიის ობიექტებზე იმყოფებოდა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

ეს კადრები ასახავს:

ღელე ფიცუ 2-ის დაზიანებული სანიაღვრე რკინა-ბეტონის ჯებირების აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოების მიმდინარეობას, ჩხეტიას ქუჩიდან რკინიგზამდე თავისი შენაკადებით; ღირებულება – 582 076 ლარი;

დავით დემურიას ქუჩიდან მდინარე ტეხურამდე სანიაღვრე არხის რკინა-ბეტონის ჯებირების აღდგენა- რეკონსტრუქციის სამუშაოებს, თავისი შენაკადებით; ღირებულებით – 428 434 ლარი.

სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი დასრულებულია.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ასევე მიმდინარეობს:

მშვიდობის ქუჩაზე (ნატოჩაოს უბანი) – კიუვეტის და ღელეზე ჯებირების, მშვიდობის ქუჩის N56 და N58 საცხოვრებელ სახლებს შორის არსებულ ღელეზე ჯებირების რეაბილიტაციის სამუშაოები.

Related posts

გოლასკურში 7,5 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

რედაქტორი

ზუგდიდის მერიამ მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობების მქონე 413 ოჯახს პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები გადასცა

რედაქტორი

აბაშის მუნიციპალიტეტში მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი