ნაციონალური მოძრაობა ხვალ დამოუკიდებლობის დღეს ზუგდიდში აქციას გამართას, მათ ამის შესახებ უკვე დააუწყეს მედია. ნაციონალური მორაობა აქციაზე შეეცდება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შენობაზე ევროპის დროშა გადმოფინოს. არადა ამ დროს ევროპის დროშები გუბერნიის შენობაზე უკვე დღესვე გამოფინეს. ადმინისტრაციულ შენობასთან ასევე დგას ევროპის და საქართველოს დროშები.
ნაციონალური მოძრაობაში აპროტესტებენ, რომ წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ევროკავშირის დროშები არაა გამოფენილი. ამ დროს კი ღონისძიების ორგანიზატორები განმარტავენ, რომ 26 მაისის ღონისძიებას სხვადასხვა წელს სხვადასხვა კონცეფცია აქვს და ევროპის დროშა მხოლოდ შარშან იყო გამოფენი რადგან 2022 წლის კონცეფცია იყო სლოგანი ევროპისკენ.
დღესვე სოციალურ ქსელში გავრცელდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს 26 მაისის ღონისძიებაზე გავრცელებული ფოტოები სადაც ევროკავშირის დროშები და სიმბოლიკა არსად გამოყენებული არ ყოფილა. გთავაზობთ ამ ფოტოებს.