STV
ახალი ამბები რეგიონი

ზუგდიდში 16 სოციალურად დაუცველ ოჯახს ახალ სახლებს უშენებენ, სამზე დამატებით ტენდერია გამოცხადებული

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებულად მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრებ 16 ოჯახს ახალი სახლი უშენდება, სამის მშენებლობაზე კი ტენდერია გამოცხადებული. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი და მუნიციპალიტეტის მერი ავრცელებენ.

„ზუგდიდში, განსაკუთრებით მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრებ 16 ოჯახს ახალი სახლები უშენდება, სამის მშენებლობაზე კი ტენდერია გამოცხადებული. მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს, ამ პროგრამის საშუალებით საცხოვრისის პრობლემა სრულიად მოუგვარდებათ და არასათანადო გარემოში მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ცხოვრება არ მოუწევთ. ახალი სახლები თანამედროვე სამშენებლო სტანდარტებს და პირობებს დააკმაყოფილებს. ეს პროგრამა ზუგდიდის მერიამ 2015 წელს დაიწყო და დღემდე 141 ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი გადაეცა.

რამდენიმე ოჯახს, ვისაც ახალი სახლები უშენდება ზუგდიდის მერთან და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად ვესტუმრეთ და სამშენებლო პროცესს გავეცანით. ახალი საცხოვრებელი სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს შემოდგომაზე ჩაბარდებათ.“ – წერს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი

Related posts

ჩხოროწყუში სოფელ ლეწურწუმეში, ქვედა ჩხოროწყუსა და ჭოღაში ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

რედაქტორი

შეხვედრა სამეგრელო ზემო-სვანეთში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან

რედაქტორი

27 დეკემბერს ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიება გაიმართება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი