STV
ახალი ამბები კონფლიქტი რეგიონი

სოხუმში ორი ურთიერთგამომრიცხავი აქცია მიმდინარეობს

სოხუმში, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ მოედანზე მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მოქანდაკე ამირან ადლეიბამ,  ვეტერანმა ვალერი ავიძბამ და ისტორიკოსმა გენადი წულაიამ. ინფორმაციას „აფსნიპრესი“ ავრცელებს. მოქმედი ე.წ. პრეზიდენტის მომხრეები საზოგადოებას კონსოლიდაციისკენ და  საერთო იდეების შეჯამებისკენ მოუწოდებენ.

სოხუმის დრამატული თეატრის წინ კი ოპოზიციური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქცია მიმდინარეობს.  გამომსვლელები ე.წ. ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ, აღნიშნავენ, რომ ე.წ. პრეზიდენტი წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიცემულ დაპირებებს არ ასრულებს, ქვეყანა ღრმა კრიზისშია. პრობლემებს შორის, რომლებიც მათ აწუხებთ, არის კანონპროექტი ბინებისა და აპარტამენტების შესახებ, რაც საბჭოთა აპარტამენტების რუსებისთის გადაცემას გულისხმობს, ამის გამო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს მოღალატეს უწოდებენ. ასევე აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა, ენერგოობიექტების პრივატიზების საფრთხე, არაეფექტური მმართველობის სისტემა და მრავალი სხვა. ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნა ე.წ. ხელისუფლების გადადგომაა.

მსგავსი სიახლეები

„პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი გადაწყდა

რედაქტორი

დღეს საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა

რედაქტორი

ირაკლი (დაჩი) ბერაია იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი