STV
ახალი ამბები

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 23 სპეცმანქანით განახლდა

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 23 სპეცმანქანით განახლდა.

მაღალი გამავლობის, ევროსტანდარტების შესაბამისი, ავტომობილები, თანამედროვე სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი და რთულ რელიეფზე გადასაადგილებლად არის განკუთვნილი.

სასწრაფო დახმარების 23 ახალი ავტომობილი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში გადანაწილდება.

განახლებული ავტოპარკი ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, მოადგილე ილია ღუდუშაურთან და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან ალექსანდრე კუტიბაშვილთან ერთად დაათვალიერა.

ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებისა და გადაუდებელ შემთხვევებზე ეფექტური რეაგირების მიზნით, ავტოპარკის განახლება მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უახლოეს მომავალში თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალ ოფისი გაიხსნება, თანამშრომელთა სამუშაო და სოციალური პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

Related posts

ჭაქვინჯში ერთი ოჯახის ევაკუაცია მოხდა

რედაქტორი

სენაკის მერი სენაკელ ვიცე-ჩემპიონს, გიორგი ქვარცხავას შეხვდა

რედაქტორი

ძლიერი ქარი, შტორმი, ქარბუქი – ხვალიდან ამინდი უარესდება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი