STV
ახალი ამბები კრიმინალი რეგიონი

მესტიაში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს.ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 15 პირია დაკავებული.დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი – 1963 წელს დაბადებული მ.კ., 1982 წელს დაბადებული მ.ც. და 1969 წელს დაბადებული გ.ჯ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 მჭიდი, 2 შაშხანა, ტყვიამფრქვევი და 93 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

Related posts

პირველი იანვრიდან პენსია 20 ლარით გაიზარდა

რედაქტორი

ლევან ხაბეიშვილი: ნიკა მელია რეგიონებში საკრებულოს წევრებს მისი მხარდამჭერი ბრიფინგების ჩატარებას სთხოვს, 10 დღეში დამთავრდება ეს განუკითხაობა

რედაქტორი

შოვში სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი