STV
ახალი ამბები სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია: რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები

„ნაპოლის“ ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

„დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ, რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრზე თამაში. ამიტომ, მსურს გულშემატკივარმა ჩემგან იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება.

ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჩემს გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს“, – წერს კვარაცხელია.

Related posts

ბიძინა გიორგობიანი: თბილისის ომის “გმირის” დევი ჭანკოტაძის ახალგაზრდა თანამებრძოლი, ვინმე ანი წითლიძე ამჯერად თავს ესხმის ზვიად გამსახურდიას შვილს

რედაქტორი

მთავრობის განკარგულებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორცილებისთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა დაფინანსება მიიღო

რედაქტორი

გაზის ტრანსპორტირების კომპანია გაზსადენის მილზე მომხდარ დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი