STV
ახალი ამბები რეგიონი სამართალი

ბადრი ესებუას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

“საქართველოს ბანკზე” თავდასხმისა და ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ბადრი ესებუა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას სასჯელის შთანთქმის პრინციპით 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე ბებიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. თავად ბრალდებული ბადრი ესებუა გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და თავს უდანაშაულოდ ცნობს.  ბრალდებულ ბადრი ესებუას ადვოკატი იოსებ ჯანაშია ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის ეკატერინე ბებიას გადაწყვეტილების გასაჩივრებას სხვა ინსტანციაში გეგმავს, მისი განცხადებით, ბრალდების მხარეს საკმარისი მტკიცებულებები არ გააჩნდა და ის მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

მოსამართლემ გასაჩივრების დროდ ბრალდებულს ერთ თვიანი ვადა მისცა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობდა, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

საქართველოს ბანკზე თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში, კკოსტავას ქუჩაზე მოხდა.

მსგავსი სიახლეები

„პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი გადაწყდა

რედაქტორი

დღეს საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა

რედაქტორი

ირაკლი (დაჩი) ბერაია იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი