3 ივლისს ანაკლიაში ველორბოლა გაიმართება. ღონისძიებას ორგანიზებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია უწევს. ველორბოლა სტარტს აიღებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანაკლიის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიიდან (აფხაზეთის ქუჩა), ხოლო დასრულდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში (მეგობრობის ხეივნის მიმდებარე ტერიტორია);
ველორბოლაში მონაწილეობის მისაღებად უნდა გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია 2 ივლისის ჩათვლით ან მიმდინარე წლის 3 ივლისს გამოცხადდეთ რბოლის სტარტის ადგილზე, რბოლის დაწყებამდე არაუგვიანეს 30 წუთით ადრე. ხოლო ონლაინ დარეგისტრირებული მონაწილეები 3 ივლისს 12:00 საათზე უნდა გამოცხადდეთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე (შ.რუსთაველის ქ N90) საკუთარი ველოსიპედით (ვლოსიპედების ტრანსოირტირებას ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულამდე უზრუნველყოფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია)
ველორბოლის საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები ჯილდოვდებიან: I ადგილი 1000 ლარით, II ადგილი 800 ლარით, III ადგილი 600 ლარით
სარეგისტრაციო ფორმას თან ერთვის ველორბოლის დებულება: https://docs.google.com/…/1FAIpQLSdsayEQPrITuXFQFg…/viewform