STV
ახალი ამბები რეგიონი სპორტი

ფოთის საცურაო კომპლექსში 350 ბავშვი ცურვას სრულიად უფასოდ ეუფლება

ფოთის საცურაო კომპლექსში 350 ბავშვი ცურვას სრულიად უფასოდ ეუფლება. 

ცურვის შემსწავლელ ფესტივალზე ქალაქში მცხოვრები 5 -დან 15 წლამდე ასაკის მოზარდები  მონაწილეობენ.

ფოთელი ბავშვებისათვის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, წყალბურთის კლუბ ,,დინამო თბილისის” აკადემიის მწვრთნელები წარმართავენ ცურვის შემსწავლელ პროგრამას. 

ფესტივალის ფარგლებში, გადამზადდებიან ადგილობრივი მწვრთნელები, რომლებიც სავარჯიშო პროცესში ჩაერთვებიან და აიმაღლებენ კვალიფიკაციას.

მოზარდებს ცურვის გაკვეთილები კვირაში 3-ჯერ უტარდებათ.

პროექტი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, წყალბურთის კლუბ “დინამო თბილისის” და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.

ცურვის შემსწავლელი ფესტივალი 19 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

Related posts

სოხუმში ორი ურთიერთგამომრიცხავი აქცია მიმდინარეობს

რედაქტორი

გოჩა ცხვედიანის დედისთვის უცნობია თუ სად იმყოფება მისი შვილი

რედაქტორი

როგორ აღნიშნავენ შობას სამეგრელოში? [რეპორტაჟი]

რედაქტორი

დატოვე კომენტარი