STV
ახალი ამბები რეგიონი სტიქია

დღეიდან სტიქიის ზონაში სტრატეგიის შეცვლა და გადაჯგუფება იგეგმება

სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მეცამეტე დღეა აქტიურად მიმდინარეობს – ონის მუნიციპალიტეტში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი და ერთი ცხედრის ფრაგმენტი გუშინ იპოვეს.

სტიქიის ზონაში აქტიურად გრძელდება სამძებრო სამუშაოები, როგორც ცოცხალი ძალით, ასევე, მძიმე ტექნიკით და მცურავი საშუალებებით. მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით გუშინ, დღის ბოლოს მედიასთან შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.

მისი განმარტებით, დღეისთვის სტრატეგიის შეცვლა და გარკვეული გადაჯგუფება იგეგმება. თემურ მღებრიშვილის განცხადებით, დღეის მონაცემებით 25 ადამიანია გარდაცვლილი, 5 ცხედრის დნმ-ის პასუხს ელოდებიან, 8 ადამიანზე კი მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება.

სტიქიის ზონაში დაახლოებით 105 ერთეული მძიმე ტექნიკა 11 პრიორიტეტულ მდებარეობაზე მუშაობს. სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას გუშინ ადგილზე კიდევ ერთხელ გაეცნო პარლამენტის თავმჯდომარეც.

Related posts

ალექსანდრე ტყებუჩავა: „ ფოთის ტურისტული პოტენციალიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ამბიცია ის ვაქციოდ რეგიონალური მნიშვნელობის ტურისტულ ცენტრად“

რედაქტორი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება

რედაქტორი

ზუგდიდის მერიის შესასვლელი ბლოკირებულია -რას ითხოვს ბიზნესმენი, რომელსაც თაღლითობაში ადანაშაულებდნენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი