STV
ახალი ამბები რეგიონი სხვა ამბები

ვინ მიიღებს გაორმაგებულ სტიპენდიას? – ახალი ინიციატივა სტუდენტებისთვის

ჩვენს სტუდენტებს მაქსიმალურად ვეხმარებით. პირველი მინდა გამოვყოთ ჩვენი განათლების საერთაშორისო ცენტრი. ჯერ კიდევ ჩემი პირველი პრემიერობის დროს დავაფუძნეთ აღნიშნული ცენტრი. 1000-ზე მეტი წარჩინებული სტუდენტი გავუშვით უცხოეთში, საუკეთესო უნივერსიტეტებში და სრულიად უფასოდ ვასწავლეთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„შედარებისთვის მინდა გავიხსენო ისიც, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი, საკუთარ შვილს აფინანსებდა ბიუჯეტიდან და საკუთარ ოჯახის წევრებს აფინანსებდნენ ბიუჯეტიდან, უფინანსებდნენ სწავლას. ეს არის განსხვავება. საუკეთესო 1000 სტუდენტი შევარჩიეთ და ვასწავლეთ უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში. ეს ადამიანები ბრუნდებიან, არა მარტო სახელმწიფო, არამედ კერძო სტრუქტურებში საქმდებიან და ეს რა თქმა უნდა, ჩვენი სიმდიდრე და ჩვენი სიძლიერეა. ჩვენ ამ პროექტს კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ. ახალი მინისტრი მუშაობს ამ მიმართულებით.

მეორე მიმართულება გვაქვს ადგილზე წარჩინებული და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონდე სტუდენტების დახმარება, მათი დაფასება და ერთგვარი წახალისება სტიპენდიების სახით. დღეს მოქმედი პროგრამა ითვალისწინებს 2500 სტუდენტზე 150 ლარის სტიპენდიას. ჩვენ ამ დახმარებას გავაორმაგებთ. დღეიდან გახდება თითოეულ სტუდენტზე 300 ლარი და 5000 წარჩინებული სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას. ეს რა თქმა უნდა, შეიძლება სიმბოლური იყოს, მაგრამ ეს არის დაფასება ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: პრობლემები თქვენს განადგურებულ ოპოზიციაში ეძებეთ. ირაკლი კობახიძე იყო პარტიის თავმჯდომარე, როდესაც მე გავხდი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა

რედაქტორი

პრემიერი: რევაზ სოხაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი, წინ გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, მნიშვნელოვანი პროექტები და ამ საქმეს სჭირდება ძლიერი ხელმძღვანელი

რედაქტორი

პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი