STV
ახალი ამბები პოლიტიკა

ევროპარლამენტარი რიჩარდ ჩარნეცკი: საქართველოს უნდა ჰქონდეს ისეთი სტატუსი, რა სტატუსიც აქვთ უკრაინასა და მოლდოვას – ჩემი აზრით, შეცდომა დავუშვით

ევროპარლამენტარმა რიჩარდ ჩარნეცკიმ ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ შეცდომა იყო დაშვებული გასულ წელს, როდესაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიენიჭა.

„საქართველოს უნდა ჰქონდეს ისეთი სტატუსი, რა სტატუსიც აქვთ უკრაინასა და მოლდოვას. ჩემი აზრით, შეცდომა დავუშვით, როდესაც საქართველოს გასული წლის ივნისში არ მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი. ახლა ვფიქრობ, რომ ეს შემოდგომა კარგი დროა თბილისისთვის ამ ძალიან კონკრეტული შეთავაზებისთვის.

რუსეთი ისევ ძლიერი ფაქტორია და ჩვენ ამიტომ უნდა შევთავაზოთ საქართველოს უსაფრთხოების გარანტია, მხარი დავუჭიროთ საქართველოს, რადგან რუსეთის მეზობლობა არამარტო რისკია უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვის. მოხარული ვარ, რომ ჩვენი უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტი შედგა საქართველოში. ბორელი პასუხისმგებელია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე. ძალიან საჭირო და სასარგებლო ვიზიტი იყო. ნათელია, რომ საქართველო ევროკავშირის, ევროპული ოჯახის შემადგენელი ნაწილია. ქართული კულტურა, ქართული ისტორიული მემკვიდრეობაა ევროპის ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილი.

საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოა და ეს ჩვენთვის, ევროკავშირის წევრი ქრისტიანი ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა განვიხილოთ საგზაო რუკა საქართველოსთვის და ძალიან ძლიერი, მკაფიო, ცხადი სიგნალი გავუგზავნოთ ჩვენს ქართველ მეგობრებს, რომ თბილისის, გორისა და სხვა ქალაქების, სოფლების ადგილი არის გაერთიანებულ ევროპაში და ამ სცენარის სხვა ალტერნატივა არ არსებობს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთად უნდა ვიმუშაოთ ერთიანი ევროპული სახლისთვის“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

Related posts

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის და გაღმა საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

რედაქტორი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში „ამერიკული სივრცე“ გაიხსნება

რედაქტორი

კანადაში ტყის ხანძრის ჩაქრობას თითქმის ერთი კვირაა ცდილობენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი