დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ პედაგოგსა და ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის დირექტორს, სულიკო ტაბატაძეს ახალი სასწავლო წლის დაწყება და საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდების მინიჭება მიულოცა.
სულიკო ტაბატაძე ხუთ ათეულ წელზე მეტია, რაც ჩვეული რუდუნებითა და სიყვარულით ემსახურება მომავალი თაობების განათლების საქმეს. ქალბატონმა სულიკომ, მრავალწლიანი, ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობით საზოგადოების პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სულიკო ტაბატაძეს მომავალი თაობის სწავლა-განათლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიანიჭა.